Friday, February 23, 2018
23.02.20018.
თემა: შეკრებისა და გამოკლების უცნობი წევრის პოვნა.
მიზანი:შეკრებისა და გამოკლების უცნობი კომპონენტის პოვნის ხერხების განხილვა.მოსწავლეთა გაწაფვა უცნობი კომპონენტის პოვნაში, შესაბამისი მარტივი ამოცანების განხილვა.
შეკრებისა და გამოკლების უცნობი წევრის საპოვნელად მოსწავლეებმა გამოიყენეს რიცხვითი წრფე. განვიხილეთ ისეთი მაგალითები,სადაც ხდება ორი მოქმედების ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირება და მისი გამოყენებით უცნობი კომპონენტების პოვნა.
ტოლობაში უცნობი შესაკრების საპოვნელად გამოიყენეს გამოკლების სხვადასხვა შემთხვევები. შეკრების გამოყენებით კი იპოვეს უცნობი საკლები და მაკლები. მოსწავლეებმა თვითონ ჩამოაყალიბეს უცნობი შესაკრების, უცნობი საკლებისა და მაკლების პოვნის წესები.
მოსწავლეებმა უცნობი ციფრები იპოვეს ქვეშმიწერით შეკრებისა და გამოკლების დროს.
შეასრულეს შესაბამისი ამოცანები.
შედეგად მოსწავლეებს განუვითარდათ კომბინატორული აზროვნების უნარი.
Friday, February 16, 2018
16.02.2018 წელი.
თემა: სხვადასხვა ხერხით გამოკლება.
მიზანი: სხვადასხვა ხერხით მრავალნიშნა რიცხვების გამოკლების დაუფლება, გამოკლება ათეულებით თვლის გამოყენებით.
დაფაზე გამოვსახეთ რიცხვითი წრფე და რიცხვების მასზე გამოსახვის გამოყენებით ვიმსჯელეთ უკუთვლით გამოკლების შესრულებაზე. დავიწყეთ ერთეულების თვლის გამოყენებით, შემდეგ გადავედით ,,მრგვალი" რიცხვების გამოკლებაზე. ვიმსჯელეთ შემდეგი ,,ნახტომის" შემდეგ რა რიცხვი მიიღება, რამდენი ნახტომია გასაკეთებელი...
შევასრულეთ გამოკლება უახლოესი ათეულის გამოყენებით. გავიგეთ რამდენი ერთეულით მოგვიწევს უკან დაბრუნება.
განვიხილეთ ქვეშმიწერით გამოკლების სხვადასხვა მაგალითი: როცა საკლებში გვიწევს ათეულის დაშლა, მაშინ, როცა არ გვყოფნის ერთეულები მაკლების ერთეულების გამოსაკლებად და როცა ათეულის დაშლა არ არის საჭირო.
ბავშვებმა იმსჯელეს სხვადასხვა მეთოდის გამოყენების უპირატესობაზე.
შევასრულეთ ჯგუფური სამუშაო რიცხვების სხვადასხვა ხერხით გამოკლებაზე.
ბოლოს ბავშვებმა გააკეთეს ნამუშევრების პრეზენტაცია და იმსჯელეს გამოყენებული ხერხების მართებულებაზე.
შედეგად მოსწავლეები დაეუფლნენ მრავალნიშნა რიცხვების გამოკლების სხვადასხვა ხერხს.
შედეგად მოსწავლეები დაეუფლნენ მრავალნიშნა რიცხვების გამოკლების სხვადასხვა ხერხს.
Friday, February 9, 2018
09.02.2018 წელი.
თემა: რიცხვების შეკრება სხვადასხვა ხერხით.
მიზანი: სხვადასხვა ხერხით მრავალნიშნა რიცხვების შეკრების დაუფლება. (მთლიანი ათეულით ,,გადახტომა," ათეულის და ერთეულის ბიჯით თვლა წინ და უკუთვლა)
ამ შეხვედრაზე განვაგრძეთ წინა შეხვედრაზე შესწავლილი ხერხის დემონსტრირება, შესაძლოა რიცხვითი ღერძის გამოყენების გარეშე.
განვიხილეთ კიდევ ერთი ხერხი, როცა ჯამის იოლად გამოსათვლელად მოსახერხებელია მთლიანი ათეულებით ,,გადავახტეთ" მისაღებ რიცხვს, შემდეგ კი ერთეულებით ,,გადმოვახტეთ" უკან. მაგალითად: 78+19= 97, 78+20=98, 98-1=97.
ან უკვე ნაცნობი სხვა ხერხი გამოვიყენოთ: 78+19=78+10+9
ანალოგიურად შეასრულეს 8-ით დაბოლოებული რიცხვების მიმატება.
განვიხილეთ შეკრების სხვა შემთხვევებიც, მაგალითად გამოვიყენეთ თანრიგამდე შევსების ხერხი: 45+12=(40+10)+(5+2) ჯერ ვკრებთ ათეულებს, შემდეგ ერთეულებს. ან 45+18=(40+10)+(5+8)=50+13=50+10+3.
ხერხის უპირატესობაზე არჩევანი თვითონ მოსწავლეებმა გააკეთეს.
ჯგუფებში შეასრულეს მათემატიკური თამაში, რომელიც ემსახურებოდა ქვეშმიწერით შეკრებაში და მრავალნიშნა რიცხვების შედარებაში
გავარჯიშებას.
შედეგად მოსწავლეები დაეუფლნენ მრავალნიშნა რიცხვების შეკრების სხვადასხვა ხერხს.
Friday, February 2, 2018
02.02.2018 წელი.
თემა: მრავალნიშნა ნატურალური რიცხვები.
უახლოესი ათეულის, ოცეულის და ასეულის დასახელება.
მიზანი: რიცხვების გამოსახვის გამოყენება. უახლოესი ხუთეულის, ათეულის, ოცეულის, ასეულის დასახელებისას. ზეპირი ანგარიში.
შესაბამისი მარტივი ამოცანების ამოხსნა.
მოსწავლეებმა დაფაზე გაავლეს რიცხვთა ღერძი, მასზე გამოსახეს ჯერ ხუთეულები და იპოვეს შესაბამისი წერტილები. დაასახელეს ერთეულების რაოდენობა, შემდეგ ხუთეულამდე.
უახლოესი ხუთეულები - ანალოგიურად განვიხილეთ უახლოესი ათეულების, ოცეულების და ასეულების საკითხი.
შევეხეთ ძველი მასალიდან სხვა საკითხებსაც. გაიხსენეს რიგობითი, რიცხვითი სახელების დასახელებები, მოცემულ მიმდევრობებში მიუთითეს ფიგურის ადგილი.
შეასრულეს 5-ის, 10-ის, 20-ის და100-ის, ბიჯით თვლა და შესაბამისი მარტივი ამოცანები.
მეცადინეობის ბოლოს ჯგუფებში შეასრულეს მათემატიკური თამაში ,,ათეულების მიმატება-გამოკლება არ მეშლება". რამაც უფრო განამტკიცა მოსწავლეების ცოდნა ნახტომით თვლაში.
შედეგად გაუვარჯიშდათ ყურადღების კონცენტრაციის უნარი, სისწრაფე,
ჯგუფებში მუშაობის ჩვევები.
Subscribe to:
Posts (Atom)
მოსწავლის შეფასების ანკეტა
-
01.06.2018. მიზანი: გამრავლებისა და გაყოფის უცნობი კომპონენტების პოვნა; ნამრალის და ერთ-ერთი თანამამრავლის გამოყენებით მეორე თანამამრავლ...
-
27.04.2018. თემა: სივრცული ფიგურები: წახნაგი, წიბო, წვერო. მიზანი: სივრცული ფიგურების შემადგენლობისა და ახალი ტერმინების გაცნობა. გავ...