მოსწავლის შეფასების ანკეტა
Friday, June 8, 2018
საწრეო მუშაობა :
რეფლექსია
2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ქ. თბილისის
48-ე საჯარო სკოლაში ჩამოვაყალიბე მათემატიკის წრე ,,სახალისო ციფრები“.
საწრეო მოშაობის მიზანი იყო მოსწავლეებში მათემატიკისადმი
ინტერესისა და ცოდნის გაღრმავება, მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა და განვითარება,
ვცდილობდი ჩამენერგა საკუთარი ძალების რწმენა, გამომემუშავებინა დადებითი დამოკიდებულება
საგნისადმი.
როგორც აღვნიშნე, წრე მოიცავდა ერთ სემესტრს. კერძოდ,
2018 წლის იანვრიდან რვა ივნისის ჩათვლით.
მასში გაერთიანებული იყვნენ მესამე კლასის მოსწავლეები. საგნობრივი წრის დაგეგმვისას
გათვალისწინებულ იქნა მოსწავლეთა შესაძლებლობები, განხილული საკითხების შესაბამისობა
ესგ-ის მოთხოვნებთან.
წრის მეცადინეობის დაწყებამდე სოციალური ქსელით
გავაკეთე განცხადება საწრეო მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით,( მითითებული იყო მიზნები და მისაღწევი შედეგები), რასაც მშობელთაგან
გამოხმაურება და დაინტერესება მოჰყვა. მათი განცხადების საფუძველზე წრე დავაკომპლექტე 15 მოსწავლით.
პირველი საწრეო შეხვედრის დროს ვისაუბრეთ საწრეო
მუშაობის როლსა და მნიშვნელობაზე მოსწავლის ცხოვრებაში. გავითვალისწინე მოსწავლეთა
ინტერესები, ჩავინიშნე მათი მოთხოვნები, რაც გავითვალისწინე მუშაობის პროცესში. პროგრამა
შეესაბამებოდა ესგ-ის საჭიროებებს.
მათემატიკის წრის მთავარი დანიშნულებაა ნიჭიერი
მოსწავლეების გამოვლენა, მათი ცოდნის გაღრმავება. წრის ძირითადი მიზანი იყო მოსწავლეებში
მათემატიკური აზროვნების თვალსაწიერის გაფართოება, დამოუკიდებლად მუშაობის უნარის ჩამოყალიბება.
მოსწავლეთა ჩართვა სწავლის პროცესში, ყოველდღიურ ცხოვრებაში მათემატიკის გამოყენების
აუცილებლობის ჩვენება.
გათვალისწინებული იყო 18 სამუშაო შეხვედრა. შევიმუშავე
პროგრამა და დავადგინეთ, რომ შევიკრიბებით კვირაში ართხელ გაკვეთილების შემდეგ ერთი
საათით და ვიმსჯელებთ პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებზე. მუშაობა დავიწყეთ 26 იანვრიდან.
4 თვიანი მუშაობა საკმაოდ ეფექტური გამოდგა, მოსწავლეებმა შეძლეს პროგრამით გათვალისწინებული
საკითხების ათვისება, რომელიც ემსახურებოდა არგუმენტირებულ მსჯელობას, დამოუკიდებელი
და ანალიტიკური აზრივნების განვითარებას, დასკვნების გამოტანის, შეფასების და სხვა
უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ისინი ყოველთვის ხალისით რჩებოდნენ, ასრულებდნენ სავარჯიშოებს,
გაუღრმავდათ ინტერესი და პასუხისმგებლობა საგნისადმი.
მუშაობის პროცესში გრაფიკი და პროგრამა არ შემიცვლია,
თუმცა ვფიქრობ, რომ უფრო მეტი რესურსი უნდა შემექმნა, კარგი იქნებოდა მეტი თვალსაჩინოება
და რესურსი მეჩვენებინა ამოცანების ამოხსნის დროს, რომ უკეთ დაენახათ და გაეაზრებინათ,
რასაც შემდეგ მუშაობაში აუცილებლად გავითვალისწინებ.
გამოკითხვის შემდეგ გმოვლინდა,რომ მოსწავლეებს მოსწონთ
საწრეო მუშაობა, ისინი კაყოფილებას გამოხატავენ შექმნილი სამუშაო გარემოსადმი, ამომწურავი
და გასაგები ახსნისათვის გაუგებარი საკითხების შემთხვევაში, საუკეთესო აქტივობებისათვის
და საერთოდ წრეობრივი მუშაობის შექმნისათვის, ანალოგიურად მშობლებიც კმაყოფილებით და
ენთუზიაზმით შეხვდნენ წრის დაარსებას, აღნიშნეს,რომ წრე იყო კარგად ორგანიზებული და
მათი შვილები სიამოვნებით დადიოდნენ დაგეგმილ მეცადინეობებზე, უფრო ხალისით და მონდომებით
მუშაობდნენ, რაც აკადემიურ მიღწევაზეც აისახა.
ვიმედოვნებ, წრეში მომუშავე მოსწავლეები მეტად გაიღრმავებენ
ცოდნას და მათემატიკისადმი ინტერესი და სიყვარული ჩამოუყალიბდებათ.
სამომავლოდაც გავაგრძელებ მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებულ
მოსწავლეებთან დამატებით მუშაობას, რადგან მიღებული ცოდნა მათ დაეხმარებათ შემდგომი
წარმატებების მიღწევაში.
ჩემი აზრით, საწრეო მუშაობამ ხელი შეუწყო ინტერესის
გაღვივებას საგნისადმი, უფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა წრეში ჩართვის სურვილი, ამაღლდა
საგნის სწავლების დონე სკოლაში, გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე, გახდნენ უფრო აქტიურები.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საწრეო მუშაობა ხელს
უწყობს მოსწავლის შემოქმედებით პიროვნებად ჩამოყალიბებას, ეხმარება მოსწავლეს თვითრეალიზაციაში.
წრის ხელ-ლი:
მანიჟა ღონღაძე
საწრეო მუშობა:
მოსწავლეებისა და მშობლების შეფასების მიმოხილვა
2018 წლის ივნისში,
მათემატიკის წრის ,,სახალისო ციფრები“ მუშაობის დამთავრებისთანავე წრეში გაერთიანებული
წევრებისა და მათი მშობლებისათვის ჩატარდა ანკეტური გამოკითხვა შეფასების რუბრიკის
მიხედვით ,, მათემატიკის წრის მუშაობის შესახებ“, რათა შეფასებულიყო სემესტრის განმავლობაში
გაწეული მუშაობა და მათი დამოკიდებულება ამ აქტივობისადმი. გამოკითხვის შედეგად გაირკვა,რომ
მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა წრის მუშაობის შესახებ გაიგეს სოციალური ქსელიდან
და კლასის ხელმძღვანლისგან. ისინი კმაყოფილები არიან საწრეო მუშაობის დაგეგმვითა და
ორგანიზებულობით, აგრეთვე გამოყენებული აქტივობებით. აღნიშნეს, რომ შექმნილი იყო კეთილგანწყობილი,
სასიამოვნო და მეგობრული გარემო, რომელიც ეფუძნებოდა ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის
პრინციპებს.
მშობლებმა და წრის წევრებმა კმაყოფილება გამოთქვეს
იმასთან დაკავშირებით, რომ აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და
ინტერესებზე, რაც დაეხმარა მათ ცოდნის გაღრმავებაში. მშობლებმა და ბავშვებმა ერთხმად
აღნიშნეს,რომ ორგანიზატორი მასწავლებელი პატივს სცემს მოსწავლეთა მიერ გამოთქმულ აზრს
და უმაღლებს მოტივაციას სხვადასხვა აქტივობების შესრულების დროს.
როგორც წრის წევრმა მოსწავლეებმა, ასევე მათმა მშობლებმაც
სურვილი გამოთქვეს რომ წრის მუშაობა შემდეგშიც გაგრძელდეს, რადგან მან დადებითი ზეგავლენა
მოახდინა მოსწავლეებზე.
საწრეო მუშაობა:
მშობლის შფასება
თვე, რიცხვი: 8 ივნისი. 2018 წელი.
გვარი, სახელი:
მათემატიკის წრის
წევრის, იზოლდა ტაბატაძის მშობელი - მაია ოქრომელიძე.
მიმდინარე წლის
მეორე სემესტრში თბილისის 48-ე საჯარო სკოლაში მუშაობდა მათემატიკის წრე პედაგოგ მანიჟა
ღონღაძის ხელმძღვანელობით. ინფორმაცია გავიგე სოციალური ქსელის მეშვეობით, წავიკითხე
განცხადებასთან დართული სამუშაო პროგრამა, დავინტერესდი და გადავწყვიტე ჩემი შვილის
გაწევრიანება. ვთვლი, რომ მათემატიკის წრეში გაწევრიანება დაეხმარება ბავშვებს ცოდნის
გაღრმავებაში, მოტივაციის ამაღლებში, მათემატიკისადმი ინტერესის გაღრმავებაში და წარმატებების
მიღწევაში.
ჩემი აზრით, წრის მუშაობა იყო ნაყოფიერი, ჩემი შვილი
ხალისით ასრულებდა ხელმძღვანლის მიერ მიცემულ დავალებებს, სხვადასხვა მათემატიკურ თამაშებს ასრულებგნენ ძალდაუტანებლად,
მეცადინეობების შემდეგ კმაყოფილნი ბრუნდებოდნენ შინ.
სურვილი მაქვს წრემ მომავალშიც იფუნქციონეროს, რამეთუ
მათემატიკის ცოდნა ყოველდღიურ საქმიანობაში გამოადგებათ.
/მაია ოქრომელიძე/
საწრეო მუშაობა:
მშობლის შეფასება
თვე, რიცხვი: 8 ივნისი 2018 წელი.
გვარი, სახელი:
მათემატიკის წრის
წევრის ვეფხია ჯიჯიშვილის მშობელი -ნათია ცუხიშვილი.
ინფორმაცია მათემატიკის წრის შესახებ, რომელიც იფუნქციონირებდა
48-ე საჯარო სკოლაში, შევიტყვე სოციალური ქსელების საშუალებით. წავიკითხე პროგრამა,
დავინტერესდი და დავეთანხმე ჩემს შვილს ჩართულიყო წრის მეცადინეობაში. კმაყოფილი ვიყავი,რომ
ბავშვი დაკავებული იყო კლასგარეშე საქმიანობით. ყვებოდა, რომ მეცადინეობებზე ხსნიდნენ
სახალისო ამოცანებს, ასრულებდნენ სხვადასხვა მათემატიკურ თამაშებს. შედეგად ჩემს შვილს
გაუღვივდა ინტერესი აღნიშნული საგნისადმი, გახდა მეტად აქტიური და ხალისით რჩებოდა
მეცადინეობებზე.
მინდა,რომ წრემ მომავალშიც განაგრძოს ფუნქციონირება,
რადგან ის დადებით ზეგავლენას ახდენს ჩვენს
შვილებზე.
/ნათია ცუხიშვილი/
საწრეო მუშობა:
მოსწავლის შეფასება
თვე, რიცხვი: 8 ივნისი.
2018 წელი.
სახელი, გვარი, კლასი: გვანცა გვენეტაძე, მესამე კლასი.
წრის შესახებ ინფორმაცია
გაგვაცნო კლასის დამრიგებელმა,შემდეგ ინტერნეტში წავიკითხე წრის ხელმძღვანლის მიერ
სკოლის ვებ-გვერდზე განთავსებული განცხადება,
გავერთიანდი წრეში, რადგან მსურს კარგად დავეუფლო ამ საგანს, შევიტყვო სიახლეები.
მუშაობა საინტერესო იყო, ვხნიდით მრავალფეროვან
ამოცანებს, ვთამაშობდით ,,მათემატიკურ თამაშებს“. ვქმნიდით საჭირო რესურსებს. მეცადინეობები
მეტად სახალისო იყო.
მინდა, რომ მათემატიკის წრემ შემდეგშიც იფუნქციონიროს,
აუცილებლად გავწევრიანდები.
/გვანცა გვენეტაძე/
საწრეო მუშაობა:
მოსწავლის
შეფასება:
თვე, რიცხვი: 8 ივნისი. 2018 წელი.
სახელი, გვარი, კლასი:
მარიამ თაქთქიშვილი,
მესამე კლსი.
წრის შესახებ
შეგვატყობინა დამრიგებელმა, შემდეგ დედამ წაიკითხა პროგრამა, რომელიც განთავსებული
იყო სოციალურ ქსელში და დამეთანხმა წრეში გაწევრიანებაზე.
ვიყავი ბევრი
საიტერესო და სახალისო აქტივობის მონაწილე. მასწავლებელი გვასწავლიდა სწორად მსჯელობას,
გვისწორებდა შეცდომებს, თამაშ-თამაშით მივყავდით სწორ პასუხებამდე.
მინდა,რომ გავაგეძელო წრეში მუშაობა, რადგან ვიცი,რომ
იგი ბევრ რამეში დამეხმარება და შევძლებ დასახული მიზნების განხორციელებას.
/მარიამ თაქთაქიშვილი/
საწრეო მუშაობა:
მოსწავლის შეფასება:
თვე, რიცხვი: 8.06.2018.
სახელი, გვარი, კლასი:
ნიკა არბოლიშვილი, მესამე
კლასი.
წრის ფუნქციონირების
შესახებ გავიგეთ ინტერნტის საშუალბით, წავიკითხეთ პროგრამა და გადავწყვიტეთ, რომ გავწევრიანებულიყავი.
მეცადინეობები მეტად საინტერესო და მრავლის მომცემი იყო. ვასრულებდით მრავალფეროვან
აქტივობებს.
მსურს, რომ
მათმატიკის წრემ მომავალშიც იფუნქციონეროს, მე აუცილებლად გავწევრიანდები.
/ნიკა არბოლიშვილი/
8. 06. 2018 წელი
თემა: ლოგიკურ ამოცანებსა და სავარჯიშოებზე მუშაობა. განვლილი მასალის გამეორება., შეჯამება.
ვიმუშავეთ სხვადასხვა ლოგიკურ ამოცანებსა და სავარჯიშოებზე. გამოვიყენეთ ამოხსნის სხვადასხვა უკვე ნაცნობი ხერხი, კერძოდ, მოსწავლეებმა ზოგიერთი ამოცანის ამოხსნისას შემოიტანეს ცვლადი და ამოხსნეს განტოლებით, რითაც მნიშვნელოვნად გაიღრმავეს ცოდნა.
გავიმეორეთ განვლილი მასალა, ვიმუშავეთ სხვადასვა სახის სავარჯიშოებზე და ამოცანებზე.
ამის შემდეგ დავემშვიდობეთ ერთმანეთს მომავალ სასწავლო წლამდე. ბვშვებმა გამოთქვეს სურვილი ახალი სასწავლო წლიდანაც გააგრძელონ წრეში მეცადინეობა.
Friday, June 1, 2018
01.06.2018.
მიზანი: გამრავლებისა და გაყოფის უცნობი კომპონენტების პოვნა; ნამრალის და ერთ-ერთი თანამამრავლის გამოყენებით მეორე თანამამრავლის პოვნა; გასაყოფისა და განაყოფის მიხედვით უცნობი გამყოფის პოვნა, განაყოფისა და გამყოფის მიხედვით გასაყოფის პოვნა, მარტივი საილუსტრაციო ამოცანების ამოხსნა.
თემა: გამრავლებისა და გაყოფის უცნობი წევრის პოვნა:
შეხვედრა დავიწყეთ გამრავლებისა და გაყოფის ურთიერთშებრუნებულობის ჩვენებით. დავასახელეთ მოქმედებათა კომპონენტები (თანამამრავლი, ნამრავლი, გასაყოფი, გამყოფი, განაყოფი).
შესაბამისი მაგალითების განხილვით მივედით იმ დასკვნამდე, თუ რას უდრის გასაყოფი, გამყოფი, განაყოფი, ჩამოვაყალიბეთ შესაბამისი წესები.
Subscribe to:
Posts (Atom)
მოსწავლის შეფასების ანკეტა
-
01.06.2018. მიზანი: გამრავლებისა და გაყოფის უცნობი კომპონენტების პოვნა; ნამრალის და ერთ-ერთი თანამამრავლის გამოყენებით მეორე თანამამრავლ...
-
27.04.2018. თემა: სივრცული ფიგურები: წახნაგი, წიბო, წვერო. მიზანი: სივრცული ფიგურების შემადგენლობისა და ახალი ტერმინების გაცნობა. გავ...