Friday, February 16, 2018




16.02.2018 წელი.

თემასხვადასხვა ხერხით გამოკლება.

მიზანი: სხვადასხვა ხერხით მრავალნიშნა რიცხვების გამოკლების დაუფლება, გამოკლება ათეულებით თვლის გამოყენებით.



 დაფაზე გამოვსახეთ რიცხვითი წრფე და რიცხვების მასზე გამოსახვის გამოყენებით ვიმსჯელეთ უკუთვლით გამოკლების შესრულებაზე. დავიწყეთ ერთეულების თვლის გამოყენებით, შემდეგ გადავედით ,,მრგვალი" რიცხვების გამოკლებაზე. ვიმსჯელეთ შემდეგი ,,ნახტომის" შემდეგ რა რიცხვი მიიღება, რამდენი ნახტომია გასაკეთებელი...
  შევასრულეთ გამოკლება უახლოესი ათეულის გამოყენებით. გავიგეთ რამდენი ერთეულით მოგვიწევს უკან დაბრუნება.
  განვიხილეთ ქვეშმიწერით გამოკლების სხვადასხვა მაგალითი: როცა საკლებში გვიწევს ათეულის დაშლა, მაშინ, როცა არ გვყოფნის ერთეულები მაკლების ერთეულების გამოსაკლებად და როცა ათეულის დაშლა არ არის საჭირო.
ბავშვებმა იმსჯელეს სხვადასხვა მეთოდის გამოყენების უპირატესობაზე.
   შევასრულეთ ჯგუფური სამუშაო რიცხვების სხვადასხვა ხერხით გამოკლებაზე.
   ბოლოს ბავშვებმა გააკეთეს ნამუშევრების პრეზენტაცია და იმსჯელეს გამოყენებული ხერხების მართებულებაზე.
   შედეგად მოსწავლეები დაეუფლნენ მრავალნიშნა რიცხვების გამოკლების სხვადასხვა ხერხს.










No comments:

Post a Comment

მოსწავლის შეფასების ანკეტა