თემა: პერიოდული მიმდევრობა
მიზანი: საგნების, ნახატების, ფიგურების პერიოდული მიმდევრობის ნიმუშების გაცნობა. პერიოდის ამოცნობის უნარის განვითარება. პერიოდული მიმდევრობის გაგრძელება შესაბამისი წესის მიხედვით. მსგავსი მიმდევრობების აგება, მიმდევრობების შედარება. მოცემული მიმდევრობის წევრებიდან განსხვავებული მიმდევრობის აგება.

საუბარი დავიწყეთ იმით, რომ ბევრი პროცესი, მოვლენა ბუნებაში მეორდება. (დღე-ღამე, წელიწადის დროები...), მიმდევრობის ამსახველი ნახატები გამოვსახეთ დაფაზე და ვიმსჯელეთ პერიოდული მიმდევრობის შესახებ.
დავახასიათეთ გეომეტრიული ფიგურების მიმდევრობები, მიმდევრობები ფერების მიხედვით და ა.შ. ავაგეთ მოცემული მიმდევრობის მსგავსი და განსხვავებული მიმდევრობები. შევადარეთ ისინი.
შემოვიღეთ ახალი ცნება-პერიოდი, ვისაუბრეთ პერიოდის მიგნების შესახებ, მოსწავლეებმა აღწერეს ამ ცნების შინაარსი. აღვნიშნეთ, რომ შეიძლება მიმდევრობა შედგებოდეს ერთი და იგივე ფიგურებისაგან, მაგრამ მათი დალაგების განსხვავებულობის გამო პერიოდი განსხვავებულად ითვლება. პერიოდები განსხვავებულია მაშინაც, როცა პერიოდებში ელემენტების რაოდენობა სხვადასხვაა, ან ფიგურებია განსხვავებული.
განვიხილეთ სხვადასხვა მიმდევრობის სახეები.ბავშვებმა შეასრულეს შესაბამისი ამოცანები.
შედეგად ბავშვებს განუვითარდათ პერიოდის ამოცნობის, მსგავსი მიმდევრობის აგების, მიმდევრობების შედარების და მოცემული მიმდევრობის წევრებიდან განსხვავებული მიმდევრობის აგების უნარი.
No comments:
Post a Comment