Friday, May 25, 2018


25. 05. 2018 წელი.

მიზანი: გამრავლების დემონსტრირება ცხრილების მიხედვით. 10-ზე გამრავლების თვალსაჩინო წარმოდგენა სხვადასხვა ხერხით. 1-ზე და 0-ზე გამრავლებისა და გაყოფის დემონსტრირება.
თემა: გამრავლების თვისება. ( 10-ზე გამრავლება და გაყოფა, 1-ზე და 0-ზე გამრავლება და გაყოფა).

 შეხვედრაზე გამოვიყენეთ დამხმარე მასალა. ჩხირების საშუალებით გამოვყავით სამეულები და ოთხეულები. წარმოვადგინეთ შეკრება გამრავლების სახით. ამოვხსენით შესაბამისი ამოცანები, რის შედეგადაც მივედით გამრავლების ძირითად თვისებამდე: თანამამრავლების ადგილების შეცვლით ნამრავლი არ იცვლება. შევასრულეთ შესაბამისი სავარჯიშოები.
 საგნები დავალაგეთ სტრიქონების საშუალებით. დავითვალეთ სტრიქონების რაოდენობა, თითოეულ სტრიქონში - საგნების რაოდენობა და გამოვიანგარიშეთ საგნების რაოდენობა მთლიანად, შემდეგ საგნების გროვა წარმოვადგინეთ ათეულების სახით და აღვნიშნეთ თუ რამდენი ათეული გამოვყავით. შევასრულეთ 10-ზე გაყოფის ამოცანები.
 გავიხსენეთ და განვიხილეთ 1-ზე და 0-ზე გამრავლებისა და გაყოფის მაგალითებიც. (გავიხსენეთ 1-ისა და 0-ის თვისება). შევასრულეთ შესაბამისი მაგალითები.
 შედეგად ბავშვებმა გაიმეორეს უკვე შესწავლილი გამრავლების თვისებები და შეასრულეს შესაბამისი სავარჯიშოები.



No comments:

Post a Comment

მოსწავლის შეფასების ანკეტა