Friday, April 27, 2018

27.04.2018.


თემა: სივრცული ფიგურები: წახნაგი, წიბო, წვერო.
მიზანი: სივრცული ფიგურების შემადგენლობისა და ახალი ტერმინების გაცნობა.
გავიხსენეთ შესწავლილი სივრცული ფიგურები. გავეცანით ახალ ტერმინებს-წახნაგი, წიბო, წვერო.  დავითვალეთ მათი რაოდენობები თითოეული სივრცული ფიგურის შმთხვევაში, მოსწავლეებმა შეავსეს შესაბამისი ცხრილები.
შემოვიღეთ ტერმინი ,,მრუდე ზედაპირი"-რითაც გავასხვავეთ ბირთვი პირამიდისა და მართკუთხა პარალელეპიპედისაგან.
დავასახელეთ ქართული და მსოფლიო ხუროთმოძღვრების ნიმუშები (ეგვიფტის პირამიდები, მცხეთის ჯვარი...) და ვიმსჯელეთ სივრცული ფიგურების შესახებ.
შედეგად ბავშვები გაეცნენ თუ რა ნაწილებისაგან შედგება სივრცული ფიგურები,
შეისწავლეს ახალი ტერმინები. გაიაზრეს ტერმინი ,,მრუდე ზედაპირი," რითიც განასხვავეს ბირთვი პირამიდისა და მართკუთხა პარალელეპიპედისაგან.




Thursday, April 19, 2018



 20.04.2018
თემა: სივრცული ფიგურები

მიზანი: სივრცული ფიგურების ამოცნობა არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში, ყოფით საგნებში ან მოდელების გროვაში.
 სივრცული წარმოდგენების განვითარება.
     გავიხსენეთ ყველა ბრტყელი გეომეტრიული ფიგურა, ყურადღება გავამახვილეთ მრავალკუთხედებზე, კერძოდ მართკუთხედებსა და კვადრატებზე.
    შემდეგ წარმოვადგინეთ სივრცული გეომეტრიული ფიგურის მოდელი, დავიწყეთ მართკუთხა პარალელეპიპედით. აღვნიშნეთ თუ რა ბრტყელი გეომეტრიული ფიგურებისგან შედგება მისი ზედაპირი (მართკუთხედებისგან) და რამდენი ასეთი მართკუთხედია წარმოდგენილ მოდელზე. დავასახელეთ საგნები, რომელთაც მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმა აქვთ.(წიგნი, ასანთი, წამლის კოლოფი, სათამაშო კუბი...). წარმოვადგინეთ კუბი და აღვნიშნეთ თუ რითი გამოირჩევა იგი მართკუთხა პარალელეპიპედისაგან. თან ყოველთვის აღვნიშნავთ იმას, რომ კუბიც მართკუთხა პარალელეპიპედია, ხოლო ყველა მართკუთხა პარალელეპიპედი არ შიძლება იყოს კუბი.(რატომ?) ეს საკითხი თვიტონ მოსწავლეებმა ახსნეს.
  შმდეგ წარმოვადგინეთ პირამიდები, ვიმსელეთ მათ დასახელებებზე, რომლებიც მისი ერთი წახნაგის (ფუძის) დასახელებას უკავშირდება. ბავშვებმა დაასახელეს საგნები, რომლოებსაც პირამიდის ფორმა აქვს (შნობების სახურავები...).
   შდეგად მოსწავლეებს განუვითარდათ სივრცული წარმოდგენები.




Friday, April 13, 2018

13.04.2018.

თემა: სიგრძის ერთეულები, პერიმეტრი
მიზანი: სიგრძის სტანდარტული ერთეულების გაცნობა (სმ, მმ, დმ, მ); მათი შემოღების საჭიროების გააზრება. მარტივი საილუსტრაციო ამოცანების განხილვა.

  ვისაუბრეთ ზომის სტანდარტულ ერთეულებზე, შევეხეთ მათი შემოღების ისტორიას. აღვნიშნეთ, რომ სიგრძის ზოგიერთი ერთეულის შემოღება სახელმწიფოთა მეთაურების ნებასურვილით ხდებოდა. მაგალითად ინგლისში გავრცელებული იყო ,,იარდი," რომელიც შემოიღო ინგლისის მეფემ. (იარდი არის მანძილი მეფის ცხვირის წვეროდან გაშლილი ხელის დიდი თითის წვერომდე). გავიხსენეთ სხვა ერთეულებიც - ციდა, გოჯი, მტკაველი, ნაბიჯი. თუმცა ერთნაირი ერთეულის საჭიროების გამო შემოიღეს მეტრი. აღვნიშნეთ, რომ არსებობს მისი ეტალონი, რომელიც ინახება საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში პარიზის მახლობლად. ბევრმა ქვეყანამ მიიღო ეს ერთეული და მასთან დაკავშირებული  ერთეულებიც (დმ, სმ, მმ ). თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში სხვა ერთეულებიც გამოიყენება. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ,,გავზომოთ". (შევადაროთ ეტალონს, სიგრძის ერთეულს). აღვნიშნეთ, რომ სიგრძის სტანდარტული ერთეულის შემოღება ათობით სისტემაზეა დაფუძნებული, რაც აადვილებს ერთი ერთეულიდან სხვა ერთეულზე გადასვლის გააზრებას.
  გამოვთვალეთ სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურის პერიმეტრი უკვე ნასწავლი ფორმულის მიხედვით.
  ბოლოს შევასრულეთ მათემატიკური თამაში: ,,გამოვიცნოთ გეომეტრიული ფიგურა".


( ჯგუფებს შორის შეჯიბრი: ფიგურის დახასიათების მიხედვით მოსწავლეებმა მათ ხელთ არსებულ ფიგურებს შორის უნდა შეარჩიონ  შესაბამისი ფიგურა და წარმოადგინონ. შეიძლება ისეთი თვისებებიც ჩამოვთვალოთ, რომლის შესაბამისი ფიგურა არ არსებობს ან ხელთ არ გვაქვს).
  შედეგად მოსწავლეები გაეცნენ სიგრძის სტანდარტულ ერთეულებს, გაიაზრეს მათი მნიშვნელობის და პრაქტიკაში გამოყენების აუცილებლობა.

მოსწავლის შეფასების ანკეტა