Friday, May 25, 2018
25. 05. 2018 წელი.
მიზანი: გამრავლების დემონსტრირება ცხრილების მიხედვით. 10-ზე გამრავლების თვალსაჩინო წარმოდგენა სხვადასხვა ხერხით. 1-ზე და 0-ზე გამრავლებისა და გაყოფის დემონსტრირება.
თემა: გამრავლების თვისება. ( 10-ზე გამრავლება და გაყოფა, 1-ზე და 0-ზე გამრავლება და გაყოფა).
შეხვედრაზე გამოვიყენეთ დამხმარე მასალა. ჩხირების საშუალებით გამოვყავით სამეულები და ოთხეულები. წარმოვადგინეთ შეკრება გამრავლების სახით. ამოვხსენით შესაბამისი ამოცანები, რის შედეგადაც მივედით გამრავლების ძირითად თვისებამდე: თანამამრავლების ადგილების შეცვლით ნამრავლი არ იცვლება. შევასრულეთ შესაბამისი სავარჯიშოები.
საგნები დავალაგეთ სტრიქონების საშუალებით. დავითვალეთ სტრიქონების რაოდენობა, თითოეულ სტრიქონში - საგნების რაოდენობა და გამოვიანგარიშეთ საგნების რაოდენობა მთლიანად, შემდეგ საგნების გროვა წარმოვადგინეთ ათეულების სახით და აღვნიშნეთ თუ რამდენი ათეული გამოვყავით. შევასრულეთ 10-ზე გაყოფის ამოცანები.
გავიხსენეთ და განვიხილეთ 1-ზე და 0-ზე გამრავლებისა და გაყოფის მაგალითებიც. (გავიხსენეთ 1-ისა და 0-ის თვისება). შევასრულეთ შესაბამისი მაგალითები.
შედეგად ბავშვებმა გაიმეორეს უკვე შესწავლილი გამრავლების თვისებები და შეასრულეს შესაბამისი სავარჯიშოები.
Friday, May 18, 2018
18.05.2018.
მიზანი:
ბავშვებმა შეძლონ: მონაცემთა შეგროვება, ცხრილის სახით წარმოდგენა, ცხრილის აღწერა. მონაცემთა წრმოდგენა პიქტოგრამით. პიქტოგრამის მიხედვით მონაცემთა აღწერა. განუვითარდეთ პრაქტიკული გამოყენების უნარი.
თემა: ცხრილის შედგენა და აღწერა. პიქტოგრამა.
გავიმეორეთ წინა შეხვედრაზე შესწავლილი მასალა. გავიხსენეთ მონაცემთა შგროვების ხერხები.შევაგროვეთ მონაცემები და წარმოვადგინეთ ცხრილის სახით. განვიხილეთ სხვადასხვა სახის ცხრილები და შესაბამისი ამოცანები.
გავიხსენეთ წყვილებით, ხუთეულებით და ათეულებით თვლა, რათა შეგვძლებოდა პიქტოგრამის აღწერა. შევადგინეთ სხვადასხვა სახის პიქტოგრამები და ,,წავიკითხეთ ისინი".
შედეგად მოსწავლეები გაიწაფნენ მონაცემთა ერთობლიობის აღწერისას პიქტოგრამის გამოყენებაში, შდგენაში და,, წაკითხვაში". გავარჯიშდნენ სხვადასხვა სახის ობიექტთა თვალსაჩინო ფორმით წარმოდგენაში. გაიაზრეს ზოგიერთ შემთხვევაში პიქტოგრამებით მონაცემთა წარმოდგენის უპირატესობა.
Friday, May 11, 2018
11.05.2018 წელი
თემა: მონაცემთა შეგროვება და დაჯგუფება
მიზანი: მონაცემთა შეგროვება გამოკოთხვის, დაკვირვების, გაზომვის გამოყენებით. მონაცემთა შეგროვების საშუალებების შერჩევა და გამოყენება. მონაცემთა დაჯგუფება და დაჯგუფებისას გამოყენებული ნიშნების დასახელება, რაოდენობრივ მონაცემთა დალაგება.
შეხვედრა დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით, გავიაზრეთ მოცემული ტექსტი და ამოვკრიბეთ საჭირო მონაცემები, ამის შემდეგ გადავედით მონაცემთა შეგროვების ხერხების განხილვაზე.
აღვნიშნეთ, რომ მონაცემები შეიძლება შევაგროვოთ: გამოკოთხვის ხერხით, დაკვირვებით, საჭირო მასალის სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებით, გაზომვით...
რის შემდეგაც ხდება შეგროვილ მონაცემთა დაჯგუფება რაიმე თვისებრივი ნიშნის მიხედვით.
განვიხილეთ სხვადასხვა შემთხვევა.
შედეგად მოსწავლეებს გამოუმუშავდათ მონაცემთა შეგროვებისა და დაჯგუფების, დაკვირვების უნარი, გაეცნენ მონაცემთა შგროვების სხვადასხვა ხერხებს.

Thursday, May 3, 2018
04. 05. 2018.
თემა: პერიოდული მიმდევრობა
მიზანი: საგნების, ნახატების, ფიგურების პერიოდული მიმდევრობის ნიმუშების გაცნობა. პერიოდის ამოცნობის უნარის განვითარება. პერიოდული მიმდევრობის გაგრძელება შესაბამისი წესის მიხედვით. მსგავსი მიმდევრობების აგება, მიმდევრობების შედარება. მოცემული მიმდევრობის წევრებიდან განსხვავებული მიმდევრობის აგება.
საუბარი დავიწყეთ იმით, რომ ბევრი პროცესი, მოვლენა ბუნებაში მეორდება. (დღე-ღამე, წელიწადის დროები...), მიმდევრობის ამსახველი ნახატები გამოვსახეთ დაფაზე და ვიმსჯელეთ პერიოდული მიმდევრობის შესახებ.
დავახასიათეთ გეომეტრიული ფიგურების მიმდევრობები, მიმდევრობები ფერების მიხედვით და ა.შ. ავაგეთ მოცემული მიმდევრობის მსგავსი და განსხვავებული მიმდევრობები. შევადარეთ ისინი.
შემოვიღეთ ახალი ცნება-პერიოდი, ვისაუბრეთ პერიოდის მიგნების შესახებ, მოსწავლეებმა აღწერეს ამ ცნების შინაარსი. აღვნიშნეთ, რომ შეიძლება მიმდევრობა შედგებოდეს ერთი და იგივე ფიგურებისაგან, მაგრამ მათი დალაგების განსხვავებულობის გამო პერიოდი განსხვავებულად ითვლება. პერიოდები განსხვავებულია მაშინაც, როცა პერიოდებში ელემენტების რაოდენობა სხვადასხვაა, ან ფიგურებია განსხვავებული.
განვიხილეთ სხვადასხვა მიმდევრობის სახეები.ბავშვებმა შეასრულეს შესაბამისი ამოცანები.
შედეგად ბავშვებს განუვითარდათ პერიოდის ამოცნობის, მსგავსი მიმდევრობის აგების, მიმდევრობების შედარების და მოცემული მიმდევრობის წევრებიდან განსხვავებული მიმდევრობის აგების უნარი.

Subscribe to:
Posts (Atom)
მოსწავლის შეფასების ანკეტა
-
01.06.2018. მიზანი: გამრავლებისა და გაყოფის უცნობი კომპონენტების პოვნა; ნამრალის და ერთ-ერთი თანამამრავლის გამოყენებით მეორე თანამამრავლ...
-
27.04.2018. თემა: სივრცული ფიგურები: წახნაგი, წიბო, წვერო. მიზანი: სივრცული ფიგურების შემადგენლობისა და ახალი ტერმინების გაცნობა. გავ...