Friday, May 18, 2018


18.05.2018.

მიზანი: 
ბავშვებმა შეძლონ: მონაცემთა შეგროვება, ცხრილის სახით წარმოდგენა, ცხრილის აღწერა.  მონაცემთა წრმოდგენა პიქტოგრამით. პიქტოგრამის მიხედვით მონაცემთა აღწერა. განუვითარდეთ პრაქტიკული გამოყენების უნარი.


თემა: ცხრილის შედგენა და აღწერა. პიქტოგრამა.
გავიმეორეთ წინა შეხვედრაზე შესწავლილი მასალა. გავიხსენეთ მონაცემთა შგროვების ხერხები.შევაგროვეთ მონაცემები და წარმოვადგინეთ ცხრილის სახით. განვიხილეთ სხვადასხვა სახის ცხრილები და შესაბამისი ამოცანები.
გავიხსენეთ წყვილებით, ხუთეულებით და ათეულებით თვლა, რათა შეგვძლებოდა პიქტოგრამის აღწერა. შევადგინეთ სხვადასხვა სახის პიქტოგრამები და ,,წავიკითხეთ ისინი".
შედეგად მოსწავლეები გაიწაფნენ მონაცემთა ერთობლიობის აღწერისას პიქტოგრამის გამოყენებაში, შდგენაში და,, წაკითხვაში". გავარჯიშდნენ სხვადასხვა სახის ობიექტთა თვალსაჩინო ფორმით წარმოდგენაში. გაიაზრეს ზოგიერთ შემთხვევაში პიქტოგრამებით მონაცემთა წარმოდგენის უპირატესობა.

No comments:

Post a Comment

მოსწავლის შეფასების ანკეტა