Friday, March 16, 2018
16. 03. 2018 წელი.
თემა: ზეპირი ანგარიშის ხერხები.
მიზანი: დიდი რიცხვების შეკრება-გამოკლებაში გაწაფვა. მისი შემოწმების უნარის განვითარება. ნატურალური რიცხვების შეკრებისა და გამოკლების თვისებების პრაქტიკული გამოყენების უნარის განვითარება.მათი წარმოდგენა ალგებრული სახით.
ეს თემა მოსწავლეთათვის ნაწილობრივ ცნობილ მასალას შეიცავს. მისი გამეორებით გადავედით ახალი ხერხების წარმოდგენაზე. დავიწყეთ ათეულების, ასეულების, ათასეულების შეკრებით.მოსწავლეები აკეთებდნენ კომენტარებს მოქმედებათა შესრულების შესახებ. მათ ჩამოაყალიბეს მიმატების, გამოკლების ალგორითმი (შესაბამისი ერთეულით იცვლება ათეულების ციფრი). ასევე გავარჩიეთ ასეულების მიმატების (გამოკლების) წესი, რომელიც მოქმედებათა თვალსაჩინო წარმოდგენით ჩამოვაყალიბეთ. ყოველი ახალი შემთხვევის განხილვას წინ უძღოდა შესაბამისი მაგალითის დაწვრილებით განხილვა.
ბოლოს მოსწავლეებმა შეასრულეს მათემატიკური თამაში: ,,შევარჩიოთ შეკრებისა და გამოკლების ხერხი,"რომლის დროსაც ბავშვებს ჯგუფების მიხედვით დაურიგდათ მაგალითები ბარათებით. პრეზენტაციის დროს გავარჩიეთ ალტერნატიული ხერხები და შევადარეთ ერთმანეთს. ვიმსჯელეთ შერჩეული ხერხის ადეკვატურობისა და უპირატესობის შესახებ.
შედეგად მოსწავლეებს განუვითარდათ დიდი რიცხვების შეკრება-გამოკლებისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
მოსწავლის შეფასების ანკეტა
-
01.06.2018. მიზანი: გამრავლებისა და გაყოფის უცნობი კომპონენტების პოვნა; ნამრალის და ერთ-ერთი თანამამრავლის გამოყენებით მეორე თანამამრავლ...
-
27.04.2018. თემა: სივრცული ფიგურები: წახნაგი, წიბო, წვერო. მიზანი: სივრცული ფიგურების შემადგენლობისა და ახალი ტერმინების გაცნობა. გავ...
No comments:
Post a Comment