Friday, January 26, 2018


26. 01. 2018 სასწავლო წელი.

გაკვეთილის თემა: მრავალნიშნა ნატურალური რიცხვები.

გაკვეთილის მიზანი: რიცხვების წაკითხვისა და ჩაწერის უნარის განვითარება, ათობით პოზიციურ სისტემაზე წარმოდგენის გაღრმავება. რიცხვის წარმოდგენა სათადარიგო შესაკრებების ჯამის სახით. მასალის შესაბამისი მარტივი ამოცანების ამოხსნა.

  მოსწავლეებმა გაიხსენეს მრავალნიშნა ნატურალური რიცხვების წაკითხვისა და ჩაწერის წესები, ისაუბრეს ათობით პოზიციურ სისტემაზე, გამოყვეს რიცხვებიდან ასეულები, ათეულები და ერთეულები.
სათადარიგო შესაკრებები წარმოადგინეს ჯამის სახით. დაალაგეს რიცხვები ზრდადობისა და კლებადობის მიხედვით. ამოხსნეს მასალის შესაბამისი მარტივი ამოცანები.
  გაკვეთილის ბოლოს ჯგუფებს შორის წარიმართა მათემატიკური თამაში: ,, დაამთავრეთ წინადადება".
   შედეგად მოსწავლეებს განუვითარდათ რიცხვების ჩაწერისა და წაკითხვის უნარი, გაუღრმავდათ წარმოდგენა ათობით პოზიციურ სისტემაზე.


No comments:

Post a Comment

მოსწავლის შეფასების ანკეტა